პრემიუმ ბრენდები და ტექნიკა 70%-მდე ფასდაკლებით — პირდაპირ სანდო საწყობებიდან, შუამავლების გარეშე.
იხდით მცირე ბეს (მაგ: 5₾), რაც აკლდება ნივთის საბოლოო ფასს, პლუს 1₾ ჯავშნის საფასურს. ნივთი 24 საათით თქვენია.
მიდით მაღაზიაში, შეამოწმეთ პროდუქტი და დარჩენილი ღირებულება გადაიხადეთ პირდაპირ მოლარესთან.
თუ მაღაზიას მითითებული აქვს მიტანის სერვისი, შეგიძლიათ კოდი კურიერს გაატანოთ.
ტოპ ბრენდები 70%-მდე ფასდაკლებით ყოველდღე.
გაყიდე "მკვდარი მარაგი" — მინიმალური, ფიქსირებული საკომისიოთი, გარანტირებული ჯავშნებით.
წესები, რომლებიც იცავს როგორც მყიდველს, ისე გამყიდველს.
ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ჩვენი პლატფორმის შესახებ მარტივად და გასაგებად.
ჯავშნისას ორ თანხას იხდით: ბეს (5-30 ₾, ნივთის ფასის მიხედვით), რომელიც ნივთის ფასის ნაწილია და საბოლოო ანგარიშს ჩამოეჭრება, და 1 ₾ ჯავშნის საფასურს, რომელიც ნივთს 24 საათით თქვენზე ინახავს და უკან არ ბრუნდება. დარჩენილი თანხა გადაიხდება უშუალოდ ნივთის მიღებისას — მაღაზიაში ადგილზე მისვლისას ან კურიერთან ჩაბარების დროს. თუ ნივთი აღწერას არ ემთხვევა ან ადგილზე აღარ არის, ორივე თანხა სრულად გიბრუნდებათ.
დაჯავშნისას თქვენი ადგილი დაცულია 24 საათის განმავლობაში. თუ ამ ვადაში ვერ მიაკითხავთ მაღაზიას ან ვერ გამოიძახებთ კურიერს, ჯავშანი იხურება და ნივთი უბრუნდება საიტს სხვა მომხმარებლებისთვის.
არა, მიტანის სერვისი მოქმედებს მხოლოდ იმ ნივთებზე, რომლის გამყიდველ მაღაზიასაც აქვს შესაბამისი რესურსი. ასეთ ნივთებს დაჯავშნის გვერდზე აქვთ კურიერის გამოძახების ყვითელი ღილაკი. თუ ღილაკი არ ჩანს, ეს ნიშნავს რომ ნივთი თავად უნდა გაიტანოთ მითითებული მისამართიდან.
ნივთის განთავსება სრულიად უფასოა — არანაირი ყოველთვიური საფასური. ჩვენი საკომისიო მოდის მხოლოდ დადასტურებული ჯავშნის მცირე, ფიქსირებული ბედან (5-30 ₾, ნივთის ფასის მიხედვით) და 1 ₾ ჯავშნის საფასურიდან, რომელსაც მომხმარებელი წინასწარ იხდის საიტზე — ეს თქვენთვის გარანტიაცაა, რომ მყიდველი რეალურად მოვა ნივთის წასაღებად. დარჩენილ თანხას სრულად თქვენ იღებთ პირდაპირ მომხმარებლისგან, ნივთის გადაცემისას. ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ვიტრინის, დაზიანებული ყუთის მქონე ან ძველი კოლექციის ნივთების სწრაფად რეალიზაციაში.
იხდით მცირე ბეს (მაგ: 5₾), რაც აკლდება ნივთის საბოლოო ფასს, პლუს 1₾ ჯავშნის საფასურს. ნივთი 24 საათით თქვენია.
მიდით მაღაზიაში, აჩვენეთ მოლარეს ჯავშნის უნიკალური კოდი და დარჩენილი თანხა გადაიხადეთ ადგილზე.
თუ მაღაზიას მითითებული აქვს მიტანის სერვისი, შეგიძლიათ კოდი კურიერს გაატანოთ.
ჯავშანი 24 საათს მოქმედებს — ბილეთზე ტაიმერი გაჩვენებთ, რამდენი დრო გრჩებათ. ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე შეხსენებას მიიღებთ.
ყურადღება: თუ 24 საათის განმავლობაში არ გამოცხადდებით მაღაზიაში, ჯავშანი უქმდება და გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.